ჩვენ გვმართავს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ტკბილად ურთიერთობს რუსეთთან-ნინო კირვალიძე

ჩვენ გვმართავს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ტკბილად ურთიერთობს რუსეთთან, იშოვეს ძალიან ბევრი ფული, ამის ნება მისცეს იმ პირობით, რომ გაატარებდნენ იმ პოლიტიკას, რაც რუსეთს ეამებოდა,- ამის შესახებ ექიმმა და სამოქალაქო აქტივისტმა ნინო კირვალიძემ  განაცხადა.

მისი თქმით, “პროპაგანდის ნაწილია, გადაგვკიდოს ერთმანეთს და 200 წელი სწორედ ამას აკეთებდა რუსეთი, ერთმანეთში გვაჩხუბებდა“.

”ჩვენ გვმართავს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ტკბილად ურთიერთობს რუსეთთან, იშოვეს ძალიან ბევრი ფული, ამის ნება მისცეს იმ პირობით, რომ გაატარებდნენ იმ პოლიტიკას, რაც რუსეთს ეამებოდა. ესენიც დათანხმდნენ. ჯარი ჩვენ არ გვყავს, ემიგრაცია გვაქვს საშინელი, დავრჩით დაუცველი და ერთადერთი რაც შეგვიძლია არის “ხო ბატონო, კი ბატონო“. ასე მიყვება ეს ხელისუფლება და ბოლო რაც აქვს გუბერნიას, შეგვიძლია ვნახოთ, რა დღეში აღმოჩნდნენ ისინი, ვინც გაფორმდნენ რუსეთის გუბერნიად. ჯერ პრობლემა დავინახოთ მთლიან სურათში და  ნუ დავწვრილმანდებით, რაც პროპაგანდის ნაწილია, გადაგვკიდოს ერთმანეთს, 200 წელი ამას აკეთებდა რუსეთი და ერთმანეთში გვაჩხუბებს, თვითონ კი კვდება სიცილით”- განაცხადა ნინო კირვალიძემ.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights