ბოლო მონაცემებით, უკრაინელებმა 2 800 რუსი სამხედრო მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, განმა მილიარი ავრცელებს.
“მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი შეჭრა დაიწყო, დამპყრობელი ქვეყნის ჯარს შემდეგი ზიანი მიადგა: 80 ტანკი, 516 საბრძოლო ჯავშან-მანქანა, 10 თვითმფრინავი, 7 ვერტმფრენი. ჩვენ ძლიერები ვართ! ჩვენ გავიმარჯვებთ”, – წერს მინისტრის მოადგილე.