ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე ქვეყანაში მდგომარეობის გაუარესებასა და მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზეც ისაუბრეს.
ევროპელი პოლიტიკოსი, ლესლი გრიფიტსი ამბობს, რომ “ყველა იმ ემოციას და ენერგეტიკას, რასაც თითოეული დეპუტატი გადმოსცემს, ამოცანები და ქმედება უნდა დაემატოს, რათა სექტემბერ-ოქტომბერში უკეთესი შედეგი დადგეს.“
ევროპელი პოლიტიკოსის განცხადებით, ის სამჯერ შეხვდა ქართულ დელეგაციას, თუმცა მის მიერ დასმულ კითხვაზე, რა ხდება საქართველოში, პასუხი არ მიუღია.
”სამი შეხვედრა გვქონდა ქართულ დელეგაციასთან, რომლის ნაწილიც ვიყავი მე, ყველა შემთხვევაში დავიწყე კითხვით-რა ხდება? უარესდება და უარესდება მდგომარეობა. სექტემბერში და ოქტომბერში იგივე კითხვა მინდოდა დამესვა, მოდის ადგილობრივი არჩევნები და ვინ იცის, რა მოხდება, შესაძლოა, იყოს ძალის და თავისუფლების მიმართულებით სხვადასხვა ქმედებები, ამიტომ ჩემი მოსაზრება ყოველთვის იყო ის, რომ როგორ შეგვიძლია ჩვენი ლამაზი სიტყვები ქმედებად გარდავქმნათ. ბევრ შემთხვევაში მესმის, რომ ბიუროკრატიული პროცესები არის და ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია, მაგრამ არის ხოლმე ისეთი მომენტები, როცა რაღაცები ისე სწრაფად ხდება და ადამიანებზე ზეწოლა იმდენად დიდია, რომ ჩვენი ეს ლამაზი სიტყვები და ემოციები, რასაც გადმოვცემთ, არ არის საკმარისი. ემოციებს და ენერგეტიკას, რასაც თითოეული ჩვენგანი გადმოსცემს, უნდა დავუმატოთ ამოცანები და მიზნები, იმისთვის, რომ ქმედება გამოვიწვიოთ, რაც სექტემბერ-ოქტომბრისთვის საშუალებას მოგვცემს, რომ რაღაც შედეგი ვნახოთ, რაც შეიძლება უკეთესობისკენ წარიმართოს ,-განაცხადა გრიფიტსმა. (სინქრონული თარგმანი)
ევროსაბჭოში ამ წუთებში საქართველოს შესახებ დებატები მიმდინარეობს.
დარბაზში, სადაც ადგილისთვის საქართველომ გრძელი გზა გაიარა, ქართული დელეგაციის სავარძლები ახლა ცარიელია. “ოცნებამ” თავად თქვა უარი იქ მუშაობაზე.