2022 წლის შემდეგ პირველად – ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს.

ნიკოლოზმა საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში არგენტინელი ხუან პაბლო ფიცოვიჩი 4 სეტში 1:6, 7:5, 6:2, 6:1 დაამარცხა.

ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საჩოგბურთო ტურნირი სტარტს 30 ივნისს აიღებს და 13 ივლისამდე გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილი უიმბლდონის ტურნირზე 2022 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights