არავინ შეეგუება იმას, რომ ვინმემ ჩაიდოს ჯიბეში ჩვენი ქვეყანა – პაატა ბურჭულაძე

არავინ შეეგუება იმას, რომ ვინმემ ჩაიდოს ჯიბეში ჩვენი ქვეყანა, – ამის შესახებ მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძე საუბრობს, რომელიც რუსთაველის გამზირზე აქციაზე იმყოფება.

ხელოვანი პირდაპირ ამბობს, რომ ქვეყანა არა ივანიშვილს, არამედ ქართველ ხალხს ეკუთვნის და ისინი მას აუცილებლად დაიბრუნებენ.

არავინ შეეგუება იმას, რომ ვინმემ ჩაიდოს ჯიბეში ჩვენი ქვეყანა. მყავს ივანიშვილი მხედველობაში და მის რაჩა პატარ წრეს, რომელიც ჰყავს. ეს ქვეყანა ეკუთვნის ქართველ ხალხს, საქართველოს მოქალაქეებს და ჩვენ მას დავიბრუნებთ. 4 ოქტომბერს, როდესაც უნდა, რომ ჩაატაროს ვითომ არჩევნები, ჩავატაროთ ყრილობა, ჩამოვიდეს მთელი საქართველო და დავიბრუნოთ ქვეყანა. 5 ოქტომბერს უნდა გავიღვიძოთ თავისუფალ საქართველოში. ვიყოთ ერთად, ბრძოლა ბოლომდე!, – ამბობს პაატა ბურჭულაძე. 

რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. დედაქალაქის მთავარ გამზირზე მასშტაბური აქცია სახელწოდებით “საქართველო დადექი” დაიწყო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights