მურთაზ ზოდელავა:”ყოფილი ხელისუფლება კი არ ზის ციხეში, ციხეში ზის მომავალი ხელისუფლება”

“ხანდახან ხდება ხოლმე-ყოფილი ხელისუფლება კი არ ზის ციხეში, ციხეში ზის მომავალი ხელისუფლება, ისინი დეტალიზდებიან და ფორმირდებიან როგორც მომავალი ხელისუფლება თუ მთავრობა-რაც გინდათ ის დაარქვით”

ეს განცხადება “კოალიცია ცვლილებებისათვის” ერთ ერთმა ლიდერმა ოზირგეთში, თავის კოალიციის აქტივისტებთან შეხვედრაზე გუშინ, “ახლების” ოზურგეთის ოფისში, გააკეთა.

შეხვედრაზე, რომელსაც ზოდელავას გარდა, კოალიციის სხვა ლიდერები-ნუგზარ წიკლაური, გიორგი კირთაძე და “ახლების” რეგიონული მდივანი, ოთარ სირაძე-ესწრებოდნენ, შეხვედრის მონაწილეებს, “ახლების” ახალი კოორდინატორი გურიაში, თორნიკე გოგუაძე წარუდგინეს:

“ჩვენ ახლა როცა წარმოგიდგენთ თქვენ თორნიკე გოგუაძის კანდიდატურას, თორნიკეს ვუყურებთ ჩვენ როგორც გურიის მომავალ გუბერნატორს, ახლა დროა მოვემზადოთ ხელისუფლებაში მოსასვლელად და როგორც ამ რეგიონის მომავალი ხელისუფლება შეაგროვეთ არსებული პრობლემები და გზები თუ როგორ უნდა გადავჭრათ ის”

თქვა ზოდელავამ.

მისივე თქმით:”გურიაში იგივე პრობლემაა რაც სამეგრელოში, აჭარა და სვანეთი თუ ვითარდება ტურიზმის კუთხით აქ მსგავსი რამ არ ხდება. წინა ხელისუფლების დროს მხარის განვითარებაზე პირდაპირი დოტაციები ხორციელდებოდა კახეთში და აჭარაში, რაც თავისთავად კარგი იყო და დაეტყო ამ ორ რეგიონს, ახალმა ხელისუფლებამ გურიაში უნდა განახორციელოს პირდაპირი დოტაციები, წელიწადში დაახლოებით ნახევარი მილიარდი, რაც 4 წლის განმავლობაში 2 მილიარდი ლარია და ეს დოტაციები მნიშვნელოვნად შეცვლის აქ სიტუაციას”

დასძინა მან.

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights