“უმნიშვნელოვანესია ალტერნატიული ძალა, მე ამ ბრძოლაში ვიქნები ერთ ერთი რიგითი ჯარისკაცი ისე როგორც ყოველთვის ვიყავი ხოლმე, როდესაც საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში ჩემ როლს ვთამაშობდი”, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს პარტნიორები არ არიან მზად იმისთვის, რომ ხელისუფლება გადააბარონ რომელიმე ერთ მოთამაშეს.
“ქართველი ხალხი და ჩვენი პარტნიორები არ არიან მზად იმისთვის, რომ ხელისუფლება გადააბარონ რომელიმე ერთ მოთამაშეს, ან ქართულ ოცნებას, ან ნაციონალურ მოძრაობას.
უმნიშვნელოვანესია ალტერნატიული, ძლიერი მოთამაშის გაჩენა პოლიტიკურ ველზე და ამ ძლიერი მოთამაშის მეშვეობით იმ ნათელი, განჭვრეტადი მომავლის ჩვენება, რომელშიც კოალიციური მმართველობა ამ ალტერნატიული ძალის ირგვლივ ფორმირდება”, – განაცხადა მარგველაშვილმა.