საქართველოში მოქმედი IT კომპანიების 56% რუსულია, ამის შესახებ IDFI-ს კვლევაშია აღნიშნული.
მათივე შეფასებით, დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილება, რომლითაც IT სექტორის წარმომადგენლობისთვის საქართველოს ბინადრობის მიღება მარტივდება, შესაძლოა რუსეთის მოქალაქეებისთვის ბინადრობის გამარტივების საშუალებად იქცეს.
„ICT სექტორზე ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის დაახლოებით მესამედი მოდის, ბოლო წლებში კი სექტორი მშპ-ს ზრდის ერთ-ერთ მთავარ კონტრიბუტორად იქცა. ადგილობრივ ბაზარზე დაბალი რეალიზაციისა და დაწესებული შეღავათების ფონზე, ICT სექტორის ასახვა მოსახლეობის კეთილდღეობაზე ფრაგმენტულია.
2025 წელს, ქვეყანაში IT სექტორში მხოლოდ 18 ახალი კომპანია დარეგისტრირდა, რაც მიუთითებს, რომ წინა წლებში სექტორის ზრდა უმეტესად მიგრაციული ეფექტით იყო განპირობებული,“ – აღნიშნულია კვლევაში.