გურიის მოამბე

„ზურას დედის ამბავმა ყველა ადამიანადდარჩენილს ბრაზი და ტკივილი გაგვიძლიერა” – ელენე ხოშტარია

„ზურას დედის ამბავმა ყველა ადამიანადდარჩენილს ბრაზი და ტკივილი გაგვიძლიერა” – ასე ეხმაურება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია, ამავე პარტიის ლიდერის, ზურა ჯაფარიძის დედის გარდაცვალებას.

როგორც ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს, სწორედ ასეთ მომენტებში უნდა მოხდეს მობილიზება – “სწორ მოქმედებაზე მივმართოთ ენერგია”

„ზურას დედის ამბავმა ყველა ადამიანადდარჩენილს ცხადია ბრაზი და ტკივილი გაგვიძლიერა. მაგრამ ეს ბრაზიც და ტკივილიც არა წყევლად ან ხელის ჩაქნევად, არამედ მოქმედებად და წინააღმდეგობად უნდა ვაქციოთ. თუ ეგოისტები არ ვართ და კომფორტის ზონიდან გამოსვლა შეგვიძლია სწორედ ასეთ მომენტებში უნდა მოვბილიზდეთ და სწორ მოქმედებაზე მივმართოთ ენერგია. ჩამოიშლება ეს არაადამიანების სისტემა ამ შემართებით“,- წერს ელენე ხოშტარია.

კოალიცია “ცვლილებისთვის” დაპატიმრებული ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის და “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერის, გია ჯაფარიძის დედა გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფრომაციით, ის ბოლო პერიოდში მძიმედ ავადმყოფობდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights