გურიის მოამბე

ქვეყანაში არ შემოუშვეს აშშ-ს მოქალაქე, რომელიც წლების განმავლობაში ცხოვრობდა და მუშაობს საქართველოში

მეგი ოსდობი კაცი, რომელიც წლების განმავლობაში ცხოვრობდა და პერიოდულდ მუშაობდა საქართველოში, ქვეყანაში არ შემოუშვეს. ის აშშ-ს მოქალაქეა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ის წერს, რომ საზღვრის გადმოკვეთაზე უარის მიზეზი მისთვის არ განუმარტავთ.

“უარი საქართველოში შემოსვლაზე. არა პასუხები კითხვებზე. არა მიზეზების განმარტება. მხოლოდ ფურცელზე მონიშვნული “სხვა” [ქვეყანაში შესვლაზე უარის შემთხვევაში რამდენიმე საჯარო საფიძველის გარდა, უთითებენ “სხვა” მიზეზს, რომელიც საიდუმლოა]

ვრასდროს ვიფიქრებდი, რომ თბილისში ჩამოვფრინდებოდი და 6 საათში უკან წავიდოდი ისე, რომ საზღვარსაც ვერ გადმოვკვეთდი […] 27 წელა ვცხოვრობ, ვსტუმრობ და მხარს ვუჭერ ჩემს საყვარელ სახლს”, – წერს ის.

მეგი ოსდობი კაცი არის დიპლომატი და კონსულტანტი, რომელიც ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობდა. მათ შორის, იყო ეუთოს კონსულტანტს საქართველოში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights