ჯეოჰოსპიტალის ექიმის ექიმი, მაია სახიაშვილი ტელეკომპანია ფორმულასთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაურის, თორნიკე რიჟვაძის ჯიბეში ფურცელი მისმა ექთანმა იპოვა.
სახიაშვილის თქმით, ფურცელი, რომელიც რიჟვაძის ჯიბეში იპოვეს, პოლიციას გადასცეს.
“საერთოდ არ მინახავს წერილი იყო თუ რა იყო, ფურცელი იყო, რომელიც ჩემმა ექთანმა ნახა და გადასცა პოლიციას. იმ წუთში არ ვიყავი ოთახში, როცა ის ფურცელი, ნახა, მაგრამ გადაცემის პროცესში ვიყავი აქ, როცა პოლიციას გადასცა” – ამბობს სახიაშვილი.
7 ივლისს, პრაიმ ტაიმმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თორნიკე რიჟვაძის ჯიბეში სამედიცინო პერსონალმა წერილი იპოვა, რომლის შინაარსიც “ექსკლუზიურად გაარკვიეს”, თავდაპირველად გამოქვეყნებულ ნიუსში პარიმ ტაიმს მხოლოდ წერილის პერიფრაზი ეწერა. მოგვიანებით წერილის ფოტო, რომელიც მათი მტკიცებით, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე დაწერა, სამთავრობო მედია იმედმა გამოაქვეყნა.
სამთავრობო პროპაგანდის მიერ გავრცელებულ წერილში წერია, რომ რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა, რადგან მას “კორუფციას და ბარიგების მფარველობას” აბრალდებდნენ.
საქმეზე ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით იმავე დღეს დააკავეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი, ალექსი ახვლედიანი. სასამართლომ ახვლედიანი 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
7 ივლისს, შსს-მ გავრცელა ინფორმაცია, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღის არის დაჭრილი, ხოლო გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
თორნიკე რიჟვაძე, 9 ივლისს, ოჯახის მოთხოვნით, სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს.