მაკო გომურის იმედი არ აქვს, რომ 20 ივნისს განხორციელებულ ძალადობაზე დამნაშავეებს 6 წლის მერე მიაგნებენ. როგორც დაზარალებულმა რუსთაველის გამძირზე მიმდინარე საგამოძიებო ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა, ამისთვის პასუხისმგებელ უწყებებს “ძალიან დიდი დრო ჰქონდათ”.
მაკო გომურის თქმით, 2029 წლის 20-21 ივნისს, რაც მოხდა ეს სისტემური დანაშაული იყო და ეს თითოეული პირის პასუხისმგებლობაა, ვინც ამ სისტემაში იყო.
„ჰქონდათ დრო იმისთვის, რომ თვითონ ცხელ კვალზე ემუშავათ და დამნაშავეებისთვის მიეგნოთ. სისტემური დანაშაული იყო და ამ სისტემაში ვინც იყო, თითოეული პირის პასუხისმგებლობა იყო ეს დღე. რაც შეეხება პასუხისმგებლობებს, მგონია, რომ თანდათან ყველა ადამიანი თავის წილ პასუხს აგებს და დაიწყო უკვე – ადამიანს იბარებენ კომისიაზე და სთხოვენ იმ ფაქტზე პასუხისმგებლობის აღებას, რაც უშუალოდ მისი პასუხისმგებლობა იყო. შესაბამისად, არავის ჰქონდეს იმის იმედი, რომ რაღაციდან ოდესმე დაიძვრენს თავს“, – განაცხადა მაკო გომურმა.
ცნობისთვის, პარლამენტთან 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. ექსპერიმენტში მონაწილეობდა დაზარალებული მაკო გომური.
ამასთან, პროკურატურამ გამოჰკითხა კიდევ ერთი დაზარალებული გიორგი ჭუმბურიძე.
“ჩვენი მონაწილეობის ერთადერთი მიზანი აქ არის ის, რომ სახელმწიფოს არ მივცეთ ის არგუმენტი, რომ თითქოს, ვინაიდან დაზარალებულები უარს ამბობენ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობაზე, ეს არის რეალურად მიზეზი იმისა, რომ ისინი საქმეს ვერ იძიებენ და არ ადგენენ, როგორც ამ ძალადობის შემსრულებელს, ასევე ბრძანების გამცემს. შესაბამისად, ვიღებთ ამაში მონაწილეობას და ვნახოთ რა შედეგი დადგება,” – განაცხადა იორგი ჭუმბურიძემ.