გურიის მოამბე

მდინარაძე: რითიც არ უნდა დამემუქროთ, მე არ დავმთობ, სულიერად და ხორციელად ჯანსაღ მომავალს

”მე რომ ვიყო ახლა პოლიტიკოსების გარედან მაყურებელი არ დავფიქრდებოდი – რითაც არ უნდა დამემუქროთ, ჩემს დამოუკიდებლობას, ოჯახურ ღირებულებებს, ჩემს ტრადიციებს, ჩემს მომავალს, ჩემი შვილის ღირსეულ, ჯანსაღ, სულიერად და ხორციელად ჯანსაღ მომავალს არ დავთმობ არაფრის ფასად.

მარტივია? პოპულისტურია? შაბლონურია? თუნდაც ასე იყოს, შეიძლება პოლიტიკოსი იჯდეს ეთერში და ამას ლაპარაკობდეს პოპულისტური მიზნებისთვის, მაგრამ ერთი წამით ესეც გადავდოთ – რეალურად რა ხდება, სულ რომ ეს რეალურად დაგვიდგეს დღის წესრიგში, ამ ორ რაღაცას სასწორზე რომ ვდებთ, ვთმობთ, თუ არ ვთმობთ?

რასაც გაიფიქრებს თითოეული ქართველი, ის არის ჩემი პასუხიც.”-

ასე გამოეხმაურა მამუკა მდინარაძე ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გამოგზავნილ წერილს, რომელშიც კონრეტული რეკომენდაციებია გაწერილი, რაც საქართველომ აგვისტოს ბოლომდე უნდა შეასრულოს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights