გურიის მოამბე

ბახვი ჰესი გზების მორწყვით სამუშაოებს ახორციელებს

ბახვი ჰესის მანქანები ზაფხულის მშრალი ამინდების დროს, მთისპირის თემის ცენტრალურ გზას დღეში რამდენჯერმე რწყავენ. სამუშაოები ტარდება საერთაშორისო სტანდარტისა და საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, რომლის მიხედვით გზების მორწყვა, როგორც შემარბილებელი ღონისძიება, ხორციელდება მძიმე ტექნიკის გადაადგილებისას გზაზე არსებულ კარ-მიდამოებში დამტვერიანების თავიდან აცილების მიზნით.

„შემარბილებელი ღონისძიებების ნუსხა, იმ სამოქმედო გეგმის ფარგლებში გადმოგვეცა, რომელიც მოამზადეს ჩვენმა საერთაშორისო ექსპერტებმა კვლევების ეტაპზე. იმისათვის, რათა მშენებლობის დროს, მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში მიმდინარეობდეს ჩვენი სამუშაოებ, არაერთი ღონისძიება გვაქვს განსაზღვრული. მათ შორის არის მძიმე ტექნიკის გადაადგილებისას გზების დაზიანებული მონაკვეთების მყისიერი შეკეთება და გზების მორწყვა მშრალ ამინდებში. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სარწყავ მანქანებზე დასაქმებულნი არიან ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები. ბახვი ჰესი თითოეულ პროეტს ახორციელებს როგორც საქართველოში არსებული კანონმდებლობის, ასევე საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებისა და გამოცდილების გათვალისწინებით.“- აცხადებს დავით კობერიძე, ბახვი ჰესის გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების მენეჯერი.

მორწყვით სამუშაოებს ბახვი ჰესი გასულ წელსაც ახორციელებდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights