გურიის მოამბე

სკანდალი: ზვიად ცეცხლაძის წინააღმდეგ საქმეში მთავარ მტკიცებულებას ხმა არ აქვს

ზვიად ცეცხლაძის გასამართლება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს მთავარი მტკიცებულების გარეშე მოუწევს. ირკვევა, რომ 14 წუთიანი ვიდეო ჩანაწერი, რომლის საფუძველზე ზვიად ცეცხლაძეს  ორგანიზებულ ძალადობას ედავებიან,  პროკურატურამ საქმეში ჩადო, თუმცა  დღეს გაირკვა, რომ ვიდეო მასალას ხმა არ აქვს.  გამოდის, რომ  ზვიად ცეცხლაძეს 9 წლიანი მუხლით იმ მტკიცებულების გამო უშვებენ  ციხეში, რომელშიც ხმა საერთოდ არ ისმის.

სინდისის 8 პატიმრის საქმეზე ბრალდების მხარემ დღეს გამომძიებელი მოიყვანა, თუმცა საბოლოო ჯამში, დადგინდა რომ 28 წლის ლევან ბასილაძეს არაფერი გამოუძიებია. ბასილაძეა კრიმინალური პოლიციის ის თანამშრომელი, რომელმაც ვეფხია კასრაძის საქმეში არსებული მთავარი მტკიცებულება ვიდეო მასალა სამთავრობო არხზე ნახა, პატაკი დაწერა და კასრაძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

საგამოძიებო მოქმედებები ლევან ბასილაძეს არც თორნიკე გოშაძის საქმეზე არ ჩაუტარებია.  დღეს მუქარაში 28 წლის გამომძიებელი ბრალდებულმა განსასჯელის სკამიდან ამხილა. გაირკვა ისიც, რომ გოშაძის დასაკავებლად პოლიციელები მის სახლში შენიღბულები შევიდნენ. ოჯახს “ჯი ვი პის” თანამშრომლებად გაეცნენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights