‘ქვეყანა, რომელიც ცნობილია თავისი ტოლერანტობითა და მრავალფეროვნებით. ის მოვლენები, ის ძალადობა, რომელიც იმ დღეს მოხდა, ჩემთვის მოულოდნელიც იყო და გულსატკენიც. ხელისუფლების პასუხისმგებლობაა უმცირესობებისა და მათი სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერა და დაცვა, ასევე ხელისუფლების პასუხისმგებლობაა იმის უზრუნველყოფა, რომ ჟურნალისტებმა შეძლონ თავიანთი საქმიანობის განხორციელება და უსაფრთხო გარემოში მუშაობა. ის, რაც ამ მოვლენებს უნდა მოყვეს, არის შემდგომი სათანადო ზომების მიღება ამ ძალადობის წამქეზებელთა და ორგანიზატორთა გამოსავლენად და ისინი სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგნენ”.
ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა იმედის ეთერში განაცხადა.