გურიის მოამბე

არ ვიცი, გლობალური ომის პარტიის წევრები ვინ არიან – თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი ახხადებს, რომ არ იცის ვინ არიან გლობალური ომის პარტიის წევრები.
ამის შესახებ “ქართული ოცნების” კულტურის მინისტრმა, უცხოური გაოცემისთვის მიცემულ ინტრრვიუში განაცხადა.

წულუკიანის თქმით, მას კი არ სჯერა, მან იცის, რომ გარე ძალები არსებობს, რომლებიც საქართველოს პოლიტიკაში ჩარევას ცდილობენ.

– დღეს მწარე რეალობაა, რომ მრავალეროვნული კომპანიები, ოლიგარქები ცდილობდნენ პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტას და ამას ჩვენ ყოველდღიურად ვგრძნობთ საქართველოში.

ვინ არიან ამ გლობალურ საომარ პარტიაში, ვინ არიან ეს ძალები, რომლებიც მუშაობენ საქართველოში?

– მე პირადად არ ვიცნობ მათ.

როგორ არის მთავრობა ასე დარწმუნებული, რომ ეს რაღაც არსებობს, როცა არც იციან ვინ არის?

– მე არ შემიძლია ამ პარლამენტის ვიცე-სპიკერის რანგში კითხვებზე პასუხის გაცემა ისე, რომ ჩემი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოება არ დავაზიანო.

და თქვენ გჯერათ, რომ არიან ძალები…

– მე არ მჯერა, ვიცი. 

თქვენ იცით, რომ გარე ძალები ცდილობდნენ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვას?

– ისინი არ ცდილობდნენ. ისინი კატეგორიულად გვთხოვდნენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights