ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ, ქალაქ ოზურგეთის ცენტრალური, ზვიად გამსახურდიას მოედნიდან ე.წ. “კუბოების” დემონტაჟი დაიწყო.
ამ წუთებში ადგილზე მიმდინარეობს სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც რკინის კონსტრუქციებს ჯერ მიწიდან ანთავისუფლებენ, შემდგომ კი ადგილიდან გააქვთ.
ოთხი წლის წინ, ეს კონსტრუქციები მოქმედი მერის, ავთანდილ თალაკვაძის ინიციატივით, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში დაიდგა,
მიუხედავად მოსახლეობის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულებისა და ავთანდილ თალაკვაძის არაერთი დაპირებისა, რომ კონსტრუქციებს მოედანს მოაშორებდა, დღემდე ეს არ მომხდარა,
გასულ წელს კი ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა, ამ კონსტრუქციებში დიდი ოდენობით აყვავებული მარიხუანა აღმოაჩინა.
დიდი ალბათობით, ეს გადაწყვეტილება მოახლოებულ, ადგილობრივ არჩევნებს უკავშირდება, რადგან ადგილობრივები მმართველი პარტიისათვის ხმის მიცემას, ამ კონსტრუქციების ადგილზე დატოვების შემთხვევაში-პრინციპულად არ აპირებდნენ.
სავარაუდოდ ადგილობრივმა ბიუჯეტმა ამ “კუბოების” მონტაჟ-დემონტაჟით მინიმუმ 2 მილიონი ლარი იზარალა.