მიხეილ ყაველაშვილი, წუხს, რომ მას ბიძინა ივანიშვილის ცხენს, და ვიღაც ხეპრეს უწოდებენ. ამის შესახებ “ქართული ოცნების” პრეზიდენტმა “რუსთავი 2”-თან ინტერვიუში ისაუბრა.
მისი მოსაზრებით, ახალგაზრდებს მასზე ცრუ ინფორმაციას აწვდიან.
“იმ ახალგაზრდას, რომელსაც თავში უდებენ, რომ ეს ვიღაცა “უმაქნისია”, “მარტო ბურთს აგორავებდა”, “დასვეს”, “ცხენია” და ეს არის, ამას მინდა ხაზი გავუსვა, რომ რთული გზა გავიარე და ამის მიწოდება უფრო მნიშვნელოვანია, მედიისთვის, სოციალური ქსელებისთვის თუ იმ დეზინფორმაციის, რომელსაც წარმოაჩენენ. მე რომ შევუერთდე მათ შეფასებებს, მეც შემეზიზღებოდა ეს პრეზიდენტი, თუ ამ რწმენით ვარ, რომ ეს კაცი მართლა ასეთია, გაუნათლებელი, “ვიღაცა ხეპრე მოვიდა”, აგერ “ბიძინა ივანიშვილის ცხენი”, “დასვეს აგერ”, არც “არაფერს ეკითხებიან”…
[ამ საუბრით] მე საშუალება მომეცა ამეხსნა, ჩვენ რატომ გვინდა მედია… რომ მე ვიცოდე შენზე სინამდვილე… მედიის ვალია, რომ სიმართლე ისაუბროს…,” – განაცხადა ყაველაშვილმა.