გურიის მოამბე

ქვეყანას მართავს კლასიკური მაფია, თავისი დონ კორლეონეთი სათავეში- მიხეილ სააკაშვილი

მე ვიცი, როგორც დავასრულო კრიმინალის თარეში ქვეყანაში და იმედია, მალე მომეცემა საშუალება , – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ  ქვეყანას მართავს კლასიკური მაფია, თავისი დონ კორლეონეთი, სათავეში“.

სააკაშვილი ქვეყანაში გაზრდილ კრიმინალზე საუბრობს და 90-იანი წლების დასაწყისთან ავლებს პარალელს.

”ბათუმში, ზუსტად იმ სახლის წინ, სადაც რამდენიმე დღეში დასასვენებლად ჩადიოდა ალისა, გუშინწინ კაცი ჩაცხრილეს. საერთოდ ასეთი კრიმინალური სიტუაცია ბოლოს მახსენდება 90-იანი წლების დასაწყისში.

კრიმინალის გავრცელება გარდაუვალია თავისი შეკვეთილი მკვლელობებით და ქუჩის ბეზპრედელით, როცა ქვეყანას მართავს კლასიკური მაფია, თავისი დონ კორლეონეთი სათავეში, ივანიშვილით, რომელიც თავის ბიზნეს გარჩევებს აგვარებს დაპატიმრებებით და შემდეგ ციხეში ანგარიშსწორებით, ამ სიტუაციაში, როგორც შევარდნაძის დროს, თავად პოლიცია იქცა კრიმინალად.

ჩემი დადებითი და უარყოფითი გამოცდილების გათვალისწინებით, შემიძლია დავეხმარო საქართველოს. მე ვიცი როგორც დავასრულო კრიმინალის თარეში ქვეყანაში და იმედია, მალე მომეცემა საშუალება დავეხმარო საქართველოს, მათ შორის, ამ პრობლემების გადალახვაში”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights