გურიის მოამბე

როგორ დააჭრა მამალაძემ ბატონს ყურები

როგორ დააჭრა მამალაძემ ბატონს ყურები
.
ბულატ ოკუჯავასადმი მიძღვნილ წიგნში ავტორი ოკუჯავების გვარზე წერს შემდეგ ისტორიას:
.
„რამდნიმე ასეულის წლის წინ გურიაში ცხოვრობდა ერთი კაცი გვარად მამალაძე, რუსულად ეს გვარი იგივე პეტუხოვია, იყო თუ არა ეს კაცი ძალიან თავდაჯერებული თუ რაიმე სხვა მიზეზით ატარებდა ამ გვარს უცნობია, თუმცა ერთ შემთხვევაში მან სრულად გაამართლა თავისი იგი.
.
მალალაძე მუშაობდა ბატონთან, რა დროსა მასსა და ბატონს შორის კონფლიქტი მოხდა, შეიძლება ეს იყო დაკავშირებული ნამუშევარის ანაზღაურებასან ან კიდევ ნებისმიერი სხვა საკითხი. მაგრამ მთავარი აქ ისაა, რომ კონფლიქტი სერიოზული სკანდალით დასრულდა. კერძოდ მამალაძემ ბატონს ჯერ ერთი ყური მოაჭრა, შემდეგ კი მეორე. უცნობია თუ რატომ აირჩია მამალაძემ თავისი სიმართლის დასამტკიცებლად ასეთი მეთოდი, თუმცა სავარაუდოდ გურიაში ასეთი რამ უჩვეულო ამბავი არ გახლდათ.
.
გარდაუვალი სასჯელის თავიდან აცილების მიზნით მამალაძე გურიიდან სამეგრელოში გაიქცა და იქ ერთ პატარა სოფელში დასახლდა. ვინაიდან მას ადგილობრივ მოსახლეობასთან თავის წარმოჩენა სჭირდებოდა და ამასთანავე თავისი საქციელითაც ძალიან ამაყობდა, გადაწყვიტა უკვდავეყო მისი გმირობა და თავისთვის მოიფიქრა ორი სიტყვისაგან შექმნილი სახელი – „ორი“ და „ჸუჯი“ (ანუ ყური), წლების განმავლობაში ორი-ჸუჯი ტრანსფორმირდა როგორც ოკუჯა და მისმა მრავალრიცხოვანმა შთამომავლობამაც გვარად მიიღო ოკუჯავა.“
.
აქვე მითითებულია, რომ ავტორს თავისი გვარის შესახებ ეს სულისშემძვრელი ისტორია სოფელ თამაკონის მცხოვრებმა მოუყვა, სადაც ასი წლის წინ წირითად ოკუჯავები ცხოვრობდნენ.
.
Булат Окуджава Хочу воскресить своих предков: от бабушки Елизаветы к прабабушке Элисабет; Марат Гизатулин (2015)
შეიძლება იყოს 1 ადამიანი და გიტარა გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights