“მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები ჩვენს შორის, ოზურგეთის მერობის ერთობლივ კანდიდატზე, განვიხილავთ რამდენიმე კანდიდატურას, დაკონკრეტებას ამ ეტაპზე ვერ შევძლებ, თუმცა კონკურენტუნარიანი კანდიდატურებია. გადაწყვეტილება, თავისთავადმ უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული”
განუცხადა “გურიის მოამბეს” ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატმა, პარტია “საქართველოსთვის” ადგილობრივმა ლიდერმა, ალეკო ბურჭულაძემ.
მისივე თქმით, რამდენიმე შეხვედრა, მასსა და “ლელოს” ადგილობრივ ლიდერ, ლადო ქვილორიას შორის უკვე შედგა.
როგორც ბურჭულაძემ აღნიშნა, ერთობლივი კანდიდატები , ამ ორ პარტიას, არა მარტო მერის, არამედ საკრებულოს არჩევნებშიც-მაჟორიტარულ ოლქებში- ეყოლებათ.