გურიის მოამბე

რატომ გამოუწერეს დავით მამალაძეს 5000 ლარიანი ჯარიმა?

ლეიბორისტული პარტიის  რაიონული ორგანიზაციის ლიდერი ოზურგეთში, დავუთ მამალაძე, სოციალურ ქსელში მის მიმართ 5000 ლარიანი ჯარიმის გამოწერის შესახებ წერს:
”შ.ს.ს. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის რეგვენი ოფიცერი, ვინც ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა, უკაცრავად მარა თავი ხომ არ მიგირტყამს რამეზე? თუ გინდათ თავზე ჩამოგახიოთ აღნიშნული ოქმი? სად არის აქ დარღვევა? რეგიონიდან ჩავედი, რუსთაველზე გავისეირნე 28 წლიანი სტატისტიკის მქონე პოლიტიკოსს მაინტერესებს დედაქალაქის ცენტრში არსებული ვითარება და საზოგადოების განწყობა, რუსთაველი გადაკეტილი დამხვდა და მიუხედავად ამისა ტროტუარიდან, გზის პირას ფეხით სასიარულო გაზონიდან ტელეფონით ვიღებდი ახალგაზრდობის პროტესტს არსებული კრიმინალური ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ. სად არის აქ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ?.. ვაი თქვენს. პატრონს უბედურს!!…”- წერს მამალაძე.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights