“ქართულ ოცნებაში” არ ადასტურებენ, თუმცა ცნობილი ხდება, რომ ივანიშვილის პარტია ამერიკაში ლობისტური ჯგუფების მომსახურებას აქტიურად იყენებს. არსებობს ხელშეკრულება, რომელიც ოფიციალურად ლობისტურ კომპანია მერკურსა და ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოს შორის არის გაფორმებული, თუმცა ამავე დოკუმენტის თანდართულ ფაილში ვხვდებით საქართველოს მთავრობის წევრების ბიოგრაფიებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ლობისტური კომპანიის მომსახურებით კონკრეტულმა მაღალჩინოსნებმაც ისარგებლეს. რა დავალება მისცეს ლობისტებს და იყო თუ არა მათ შორის MEGOBARI act-ის შეფერხება – ეს უცნობია.
“ქართულ ოცნებაში ადასტურებენ”, რომ MEGOBARI act-ის შეფერხებისთვის ყველაფერს აკეთებენ. გია ჯაფარიძის ინფორმაციით, “ოცნებას” მხარდამჭერ ბიზნესმენებთან ერთად 6 სხვადასხვა ლობისტური კომპანია ჰყავდა დაქირავებული და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების დალაგებას ცდილობდა თუმცა უშედეგოდ.
MEGOBARI act-ი განსახილველად უკვე სენატშია. დოკუმენტის დაჩქარებული წესით მიღებას ასივე სენატორის თანხმობა სჭირდება, 97 აქტს მხარს უჭერს და მხოლოდ 3 კანონმდებელი აფერხებს განხილვის გარეშე დოკუმენტის მიღებას. სახელმწიფო დეპარატამენტში აკრედიტებული ჟურნალისტის, ალექს რაუფოღლუს ინფორმაციით, მაიკ ლი, მარკვეინ მალენი და რენ პოლი შეცდომაში ლობისტურმა ჯგუფებმა შეიყვანეს და ინფორმაცია ისე მიაწოდეს, თითქოს სენატი MEGOBARI act-ით მთელ საქართველოს ასანქცირებდეს.