“შერიგდა ჩვენი ორი მეზობელი – აზერბაიჯანი და სომხეთი; ისლლამური ირანი, ზურგს აქცევს, მის დამაქცევარ რუსეთს: რუსული გავლენები საბოოლოდ კვდება!!! პროცესში აქტიურადაა ჩართული თურქეთი და ისრაელი!!
იქნებ დროა დაასრულოთ ეს გულისამრევი კინკლაობა და “შპილკაობა”, დასხდეთ ერთად, გაერთიანდეთ იმის გარშემო, რაც გაერთიანებთ, ან უნდა გაერთიანებდეთ!!!! ჩვენ, ხალხმა რომ გაპატიოთ, ისტორია არ გაპატიებთ, თუ თქვენი ზეამბიციურობით საქართველო დაკარგავს შანსს, რომლის მსგავსი შეიძლება აღარასოდეს მიეცეს!!!! მარიამობას გილოცავ საქართველო!!!”
ნოდარ გოგუა-სამოქალაქო აქტივისტი;
“თინა ბოკუჩავა, ელენე ხიშტარია, ლევან ცუცქირიძე, გიგა ბოკერია, გიგი უგულავა, ლევან ხაბეიშვილი, ლევან სანიკიძე და ყველა “გარეთ მყოფი” პროდასავლელი პოლიტიკოსი!!! უკრაინელი ხალხის გმირობამ და დაღვრილმა სისხლმა ჩვენს რეგიონში და მთლიანად ევრაზიაში შექმნა ვითარება და გააჩინა პერსპექტივა, როგორზედაც ვერც კი იოცნებებდა საქართველოს ვერცერთი ლიდერი ვერასოდეს, საქართველოს დიდი ისტორიის განმავლობაში!! შერიგდა ჩვენი ორი მეზობელი – აზერბაიჯანი და სომხეთი და ამ ქვეყნებში რუსული გავლენები საბოოლოდ კვდება!!! პროცესში აქტიურადაა ჩართული თურქეთი და ისრაელი!! რეალური კონტურები გამოიკვეთა, რომ ისლლამური ირანი, ასევე, როგორც იქნა ზურგს აქცევს მის დამაქცევარ რუსეთს და ამ პროცესებისაკენ “მოილტვის”!! მთელი ამ სამშვიდობო პროცესის და გეოპოლიტიკური “გადალაგების” სულისჩამდგმელები რათქმა უნდა არიან აშშ და ევროკავშირი!! მადლობა ღმერთს, გეოგრაფია ასე იოლად არ იცვლება და ამ ისტორიულ ცვლილებებში საქართველოს უმნიშვნელოვანესი როლი რჩება – სამწუხაროდ, როგორც მხოლოდ გეოგრაფიულ ადგილს და არა ამ პროცესების მონაწილე სახელწიფოს, და თუ ჩვენ კიდევ ცოტა ხანითაც კი გავაგრძელეთ ეს მოჩანჩალეობა – მთელი ეს სიკეთე არ დაელოდება ჩვენს “დაჭკვიანებას” და აუცილებლად აგვივლის გვერდს!!! არადა, ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის განწყობა პოზიტიურია და პროგრესის მხარესაა!! სამოქალაქო საზოგადოების სიმტკიცითა და გაუტეხაობით მთელი მსოფლიოა აღფრთოვანებული – 275 დღიანი უწყვეტი პროტესტი!!! და რაღა გვაკლია ქვეყნის გადარჩენამდე, ჩვენი ნამდვილი ოცნების ასრულებამდე???!!! მხოლოდ ქათმის ფეხებზე მდგარი, პარაქტიკულად ჩამოშლილი ქოცმთავრობის მშვიდობიანად გასტუმრება ისტორიის სანაგვეზე, რაც მხოლოდ თქვენი, პოლიტიკოსების საქმეა, ხალხი ამისათვის მზადაა!!! იქნებ გონს მოეგოთ, იქნებ დაივიწყოთ პატივმოყვარეობა, იქნებ დაიჯეროთ, რომ ყველაზე დიდი პარტია ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ა დაასრულოთ ეს გულისამრევი კინკლაობა და “შპილკაობა”, დასხდეთ ერთად, გაერთიანდეთ იმის გარშემო, რაც გაერთიანებთ, ან უნდა გაერთიანებდეთ!!!! ჩვენ, ხალხმა რომ გაპატიოთ, ისტორია არ გაპატიებთ, თუ თქვენი ზეამბიციურობით საქართველო დაკარგავს შანსს, რომლის მსგავსი შეიძლება აღარასოდეს მიეცეს!!!! მარიამობას გილოცავ საქართველო!!!”
წერს ნოდარ გოგყა, ფეისბუკის საკუტარ გტვერდზე.