გურიის მოამბე

„ევრობასკეტზე“ საქართველო საბერძნეთთან 41 ქულით დამარცხდა – მწვრთნელის თქმით, ძალების დაზოგვა მისი გადაწყვეტილება იყო

“ევრობასკეტის” ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან 41 ქულით დამარცხდა. 53:94 – ასეთია ამ მატჩის საბოლოო ანგარიში. თუმცა, შეხვედრის შემდგეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ პირადად მისი გადაწყვეტილება იყო, კალათბურთელებს ძალები დაეზოგათ.

იტალიასთან მატჩის შემდეგ ორი გზა გვქონდა: ან 100%-ით გვეთამაშა დღევანდელი მატჩი, ან გვეცადა, ბოლო ორი თამაშისთვის ჯანმრთელად შეგვენარჩუნებინა თავი. ჩვენ მეორე ვარიანტი ავირჩიეთ. ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო და კარგად ვიცით, რა არის ჩვენი მიზანი, მაგრამ დღეს ძალების მაქსიმალურად გამოყენება ყველაზე გონივრული არჩევანი არ იქნებოდა, რადგან იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ახლა ვართ, ყველა პრობლემის გათვალისწინებით, დიდი ალბათობით, 2 ან 3 მოთამაშე დაგვიშავდებოდა. ასე რომ, თქვენ მითხარით, რომელი ჯობია?, – თქვა მატჩის შემდეგ ალექსანდრ ჯიკიჩმა.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს წინ ელოდება ორი შეხვედრა – ერთი კვიპროსთან, მეორე ბოსნიასთან. სწორედ ამ თამაშებში გადაწყდება შეძლებს თუ არა საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან გასვლას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights