ამის შესახებ განცხადებას, საკუთარ ფეისბუკ გვერდზე, ჩოხატაურის მერობის კანდიდატი, “ლელოდან”, ნუგზარ ჩხიკვაძე, ავრცელებს:
“ქართული ოცნების” ჩოხატაურის საარჩევნო შტაბო, რა იყო, შიშს დიდი თვალები აქვს, ხომ?რა ამბავია ამ ჩვენი სიის წევრების ტერორი?
უკვე მესამე ადამიანს ათქმევინეთ უარი ჩვენი სიით კენჭის ყრაზე.
ხალხთან რომ სათქმელი არაფერი გაქვთ, გავიგეთ.
დაშინების და ტერორის მეტი რომ არაფერი შეგიძლიათ, ესეც ვიცით.
მაგრამ მთლად ნუ გაიწყვეტთ შუბლის ძარღვს, თუ საერთოდ გაგაჩნიათ მასეთი.
თქვენი ბოლო “მსხვერპლის” ოჯახის ცოდვა მოგეწევათ და არ გაგხარებთ.
სამარცხვინოები ხართ!!!”
წერს ჩხიკვაძე.
სურათზე: ნუგზარ ჩხიკვაძე მარჯვნიდან პირველი;








