გურიის მოამბე

ბახვი ჰესის – გამჭვირვალობის 50 თვე

2025 წლის სექტემბერში ბახვი ჰესის  გაზეთის, ახალი ამბების ფურცლის ზუსტად 50-ე, საიუბილეო ნომერი გამოვიდა. გაზეთი,  რომელიც 2021 წლის ივლისის თვიდან გამოდის უწყვეტად და მიდის  მომხმარებლამდე. ადამიანებამდე, რომლებსაც აინტერესებთ ბახვი ჰესის პროექტის განვითარება, გარემოს დაცვისა და სოციალური პროექტების მიმდინარეობა. გაზეთი ექსკლუზიურად ვრცელდება ბახვი ჰესის საპროექტ ტერიტორიის მახლობლად არსებულ სოფლებში და მოსახლეობას უყვება ამბებს პროექტის განვითარების, გარემოსდაცვითი აქტივობების, მონიტორინგების, ანგარიშების, სოციალური პროექტებისა და ამ პროექტების ბენეფიციარების შესახებ.

50 ნომერში დაიბეჭდა ასობით ინფორმაცია, გამოქვეყნდა ინტერვიუები როგორც პროექტის მენეჯერებთან და მოწვეულ ექსპერტებთან, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის, თუ სხვა დაინტერესებული ჯგუფების წარმომადგენლებთან. გაზეთის ფურცლებიდან მოსახლეობამ გაიცნ არაერთი საინტერესო ადამიანი –  სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები, მეწარმეები, სტარტაპერები, დამსახურებული მოღვაწეები, ხელოვანები თუ სპორტსმენები. გაზეთი დოკუმენტურად აშუქებს ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროცესს და აქვეყნებს დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ ჩატარებული მონიტორინგისა და კვლევების ანგარიშებს.

„ჩვენი საქმიანობის დაწყებიდან დღემდე 50 თვე გავიდა და ამ 50 თვის მანძილზე, ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ თქვენს ინფორმირებულობაზე. გამჭვირვალობა და პროექტის განვითარების შესახებ ახალი ამბების თქვენამდე მოტანა, ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა. ამ 50 თვის მანძილზე ბევრი რამ გამოვიარეთ ერთად. ბახვი ჰესის თავგადასავალი ხომ, ჩვენი საერთო ისტორიაა დანაპირების შესრულებაზე, მეგობრობაზე, ღირსეულ სამუშაოზე, თანადგომაზე, განვითარებაზე, ზრუნვასა და გამარჯვებაზე. ჩვენ ერთად ვზრუნავთ ადამიანებზე, ბუნებასა და რეგიონის განვითარებაზე! ჩვენ ერთად ვასრულებთ დანაპირებს, ჩვენ ერთად ვაშენებთ ბახვი ჰესს, რომლითაც აუცილებლად, ვიამაყებთ!” – ამბობს ნიცა ჩოლოყაშვილი, ბახვი ჰესის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.

გაზეთის არსებობა და მისი შინაარსი, ასევე გავრცელების ფორმა – კარ და კარი, დასტურია იმისი, რომ ბახვი ჰესი ნამდვილად ასრულებს იმ დაპირებას რაც მენეჯმენტმა გასცა პროექტის დასაწყისში, რომ აუცილებლად, პროექტი იქნებოდა აბსოლუტურად გამჭვირვალე, მენეჯმენტს ექნებოდა დიალოგი დაინტერესებულ ჯგუფებთან  და იქნებოდნენ თანმიმდევრულები. არც ერთი თვე არ ყოფილა ჩავარდნა გაზეთის გამოშვებასა თუ მის გავრცელებაში. მთისპირის ტემის სოფლების, ჩხაკაურასა და ბახმაროს ადგილობრივი მოსახლეობა, იცნობს ბახვი ჰესის გაზეთს და თვიდან თვემდე ელოდება მის მიღებას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights