16 ათასი უცხოელი მოხალისიდან პირველი ნაკადი უკვე ჩამოდის უკრაინის დასაცავად – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
„უკრაინა ყოველ დღე იღებს იარაღს ჩვენი პარტნიორებისგან. ნამდვილი მეგობრებისგან. ყოველდღიურად ვიღებთ სულ უფრო მეტ ძლევამოსილ იარაღს. უკრაინა უკვე ხვდება უცხოელ მოხალისეებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ჩამოდიან, პირველებს 16 ათასი მოხალისიდან. ისინი მოდიან თავისუფლების დასაცავად, სიცოცხლის დასაცავად, ჩვენთვის, ყველასთვის და ეს იქნება წარმატებული, დარწმუნებული ვარ,“- განაცხადა ზელენსკიმ.