გურიის მოამბე

“უკან დასახევი გზა არ არის… ჩვენ ვიმარჯვებთ და ჩვენ უკან არ დავიხევთ” – ზოდელავა

“უკან დასახევი გზა არ არის… ჩვენ ვიმარჯვებთ და ჩვენ უკან არ დავიხევთ” – ამის შესახებ მურთაზ ზოდელავამ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ხალხს სჭირდება “უფრო დამღლელი, უფრო ტაქტიკური სვლები”.

არაფერი საშიში არ არის იმაში, რომ სპეცრაზმელს შეერკინოთ. შევერკინე, როგორც ხედავთ საღსალამათი ვარ და ბრძოლის უნარიანი ვარ კვლავ, როგორც ქართველი ხალხი თავისი ბუნებით, უდრეკი და უღალატო ადამიანები. 

რაც შეეხება ბრძოლის ტაქტიკას, ჩვენ ვხედავთ, რომ დასრულდა ყველანაირი ლეგიტიმაცია თუ რამე ჰქონდათ, ფორმალური, არაფორმალური, ჩვენ ხელისუფლება არ გვყავს. ამიტომ, შეუძლებელია ახლა დავთმოთ პოზიციები, შეუძლებელია ახლა ჩვენ ერთმანეთს არ ვამხნევებდეთ ამიტომ, რა გჭირდება ჩვენ ახლა, ქართველებო, გადაეცით ერთმანეთს – ეს არის ჩვენი ბრძოლის ხერხი, მეთოდი, უნდა გავტეხოთ მათი შესაძლებლობები, უნდა დავღალოთ და უნდა მივიყვანოთ გამარჯვება ბოლომდე. 

ეს იყო ტაქტიკური სვლა, ჩაიხსნა გარკვეული სპეცრაზმი და გადააადგილეს იმ ოფისის მიმართულებით, ივანიშვილს იცავენ პრინციპში, ეს არის მთავარი ამბავი. ახლა ჩვენ გვჭირდება უფრო დამღლელი, უფრო ტაქტიკური სვლები… ზუსტად ვიცი, რომ უკან დასახევი გზა არ არის, ზუსტად ვიცი, რომ ჩვენ ვერ გავიღვიძებთ დამარცხებულები, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე, გავამხნევოთ ერთმანეთი. ჩვენ ვიმარჯვებთ და ჩვენ უკან არ დავიხევთ,” – განაცხადა მურთაზ ზოდელავამ. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights