არ მადარდებს თუ ისინი (“ოცნება”) ჩემზე ავრცელებენ სიცრუეს, მაღელვებს ხალხი, რომელსაც ციხეში სვამენ, – ამის შესახებ ევროკომისარმა მარტა კოსმა ისაუბრა.
მისი თქმით, არ აინტერესებს მის შესახებ ივანიშვილის პარტიაში რას საუბრობენ, თუმცა ნამდვილად დაინტერესებულია იმ პროპაგანდით, რომელსაც “ქართული ოცნება” ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საუბრობს.
,,პირველ რიგში, თუ ისინი ჩემზე ავრცელებენ სიცრუეს, ეს მე არ მადარდებს, მაგრამ თუ თქვენს ხალხს სვამენ ციხეში, ეს ნამდვილად მანაღვლებს.მე პოლიტიკოსი ვარ და ვიცი, რომ ასეთი რამ თან სდევს ამ პროფესიას, ამიტომ პირადად ჩემს შესახებ რას იტყვიან, არ მაინტერესებს, მაგრამ როცა ისინი ავრცელებენ სიცრუეს ევროკავშირის შესახებ, როცა ამტკიცებენ, თითქოს თავად შეიყვანენ ქვეყანას ევროკავშირში, სწორედ ეს არის ის, რაც ნამდვილად მადარდებს. პერსპექტივაში ჩვენ ყოველთვის მზდ ვიქნებით, ვისაუბროთ იმ ადამიანებთან, რომლებიც იცავენ ევროპულ ღირებულებებს, იცავენ დემოკრატიას, იცავენ თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიას. ჩვენ ყოველთვის ვესაუბრებით მათ, ვინც უსმენს საკუთარ ხალხს”- ამბობს მარტა კოსი.








