გურიის მოამბე

ოზურგეთის ქუჩებში – პროტესტის ნიშნად პირბადეები გამოფინეს

 

ეს ფოტოები და  ვიდეო, “გურიის მოამბეს” მიერ,  ქალაქ ოზურგეთის ცენტრში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოფისის წინ მდებარე, მშენებარე საბავშვო ბაღთანაა გადაღებული.

ადგილობრივები ამ გზით, ქვეყნის დედაქალაქში, თბილისში მიმდინარე მოვლენებს აპროტესტებენ, სადაც პოლიცია, პირბადის ტარების გამო, ათეულობით მოქალაქეს აკავებს და წინასწარი დაკავებების იზოლატორებში აგზავნის.

„ქართული ოცნების“ მიერ გამკაცრებული კანონების ამოქმედება ამ დღეებში დაიწყო – 19 ოქტომბერს დილიდან, პოლიციამ აქციის იმ მონაწილეების დაკავება დაიწყო, რომელთაც გზის გადაკეტვას თუ აქციაზე სახის დამალვას ედავებიან და რისთვისაც მათ უკვე 15-დღიანი პატიმრობა ემუქრებათ.

მასიური დაპატიმრებები დღემდე გრძელდება.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights