გურიის მოამბე

რასა იუკნევიჩიენე – “ქართული ოცნება” ლუკაშენკოს ტყუპისცალი ხდება

“ქართული ოცნება” ლუკაშენკოს ტყუპისცალი ხდება – პირდაპირ კრემლის სახელმძღვანელოდან, -ამის შესახებ საქართველოზე ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელში წერს.

იუკენიჩიენე შოკისმომგვრელს უწოდებს „ქართული ოცნების“ მოთხოვნას, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამი პარტიის აკრძალვის თაობაზე.

“შოკისმომგვრელი ამბები საქართველოდან.

მმართველმა “ქართული ოცნების” პარტიამ სასამართლო სარჩელი შეიტანა სამი ძირითადი ოპოზიციური ძალის ასაკრძალად – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, “ლელოს” და “ახალის” (“კოალიცია ცვლილებებისთვის” ნაწილი).

“ქართული ოცნება” ლუკაშენკოს ტყუპისცალი ხდება – პირდაპირ კრემლის სახელმძღვანელოდან”, – წერს იუკნევიჩიენე.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს სამი პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმართავს. პაპუაშვილის ინფორმაციით, მმართველი პარტიის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელით შემდეგი პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას მოითხოვენ: „ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო-ლელო“.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights