დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო, რუსეთის ეკონომიკა სერიოზულ დარტყმებს განიცდის – ამის შესახებ კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
“რუსეთის ეკონომიკა სერიოზულ დარტყმებს განიცდის. მაგრამ არის უსაფრთხოების გარკვეული ზღვარი, არის პოტენციალი, არის გარკვეული გეგმები, სამუშაოები მიმდინარეობს”, – აცხადებს პესკოვი.
ცნობისთვის, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოსკოვს დასავლეთმა სანქციები დაუწესა.