ბევრ ქალაქში მტერი იძულებული გახდა უკან დაეხია. ათი ათასობით რეზერვისტი უკრაინულ არმიას უერთდება – აცხადებს უკრაინის პრემიერმინისტრი დენის შმიგალი, რომელმაც ოკუპანტების თავდასხმაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მტერი აუცილებლად დაისჯება.
მისივე თქმით, მძიმე მდგომარეობაშია რუსული ეკონომიკა და რუსეთმა პრაქტიკულად დეფოლტი გამოაცხადა.
“ჩვენი მებრძოლები მტერს ყველა ფრონტზე ებრძვიან და ქალაქებს იცავენ. ბევრ ქალაქში მტერი იძულებული გახდა უკან დაეხია. ათი ათასობით რეზერვისტი უკრაინულ არმიას უერთდება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან სამხედრო დახმარება უკრაინისკენ მოემართება. პანიკა და შიში რომელიც ომის პირველ და მეორე დღეს არსებობდა, ერთიანობასა და სიმტკიცეში გადაიზარდა. ყველამ იცის რომ ჩვენი მიწისა და მომავლისთვის თავგამოდებით ვიბრძვით და მტერს ბოროტებას არ შევარჩენთ.
ხარკოვზე, ჟიტომირზე კიევში მიტანილი სარაკეტო იერიშებისთვის მტერი აუცილებლად დაისჯება. ამასთან დაისჯებიან, ამ არაადამიანური გეგმის ავტორებიც. მძიმე მდგომარეობაშია რუსული ეკონომიკაც, რადგან საერთაშორისო კომპანიებს რუსული სისხლში გასვრილი ფული არ სურთ. რუსეთმა პრაქტიკულად დეფოლტი გამოაცხადა.
ცივილური სამყაროს ქვეყნების უმრავლესობამ რუსეთს ცა დაუკეტეს. ევროპულმა პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება და უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. მსოფლიოს ქვეყნებში მოქალაქეები რუსულ აგრესიას აპროტესტებენ. დღეს უკრაინა თავისუფლებისთვის ბრძოლის ეპიცენტრია. მთავრობა პრეზიდენტის მეთაურობით კიევშია და მუშაობას აგრძელებს. ჩვენ არ დავნებდებით.” ამბობს შმიგალი.