ნინო დათაშვილის ადვოკატის, ელისო რუხაძის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მოინახულა და დაკავებული მასწავლებლის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე.
როგორც რუხაძე წერს, “ნინო ვერ გადაადგილდება და კისერს ვერ ამოძრავებს, შესაბამისად მას სჭირდება სასწრაფოდ 2 ოპერაცია კისრის არეში.“
ადვოკატი მოუწოდებს პროკურატურას და სხვა უწყებებს, რომ იმოქმედონ, რათა თავიდან აიცილონ ფატალური შედეგი.
ეხლახანს გამოვედით მე და Tamuna Gabodze ქალთა N5 პენიტენციური დაწესებულებიდან. ნინო დათაშვილის ნახვის შემდეგ შოკირებული ვართ, ადამიანის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე. ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობა არის შეუქცევადი და სჭირდება სასწრაფოდ 2 ოპერაცია კისრის არეში.მოვუწოდებ ყველა უწყებას,მათ შორის პროკურატურას თავად იმოქმედოს თავიდან აიცილოს ფატალური შედეგი, ვინაიდან ნინო არის არაადამიანურ და წამების ტოლფას მდგომარეობაში, ვერ გადაადგილდება დამოუკიდებლად და კისერს ვერ ამოძრავებს. ადვოკატებსაც კი გაგვიჭირდა დიდხანს მასთან დაყოვნება და დოკუმენტზე ხელმოწერა გაუჭირდა ადამიანს, – წერს რუხაძე.
სამოქალაქო განათლების მასწავლებელს სასამართლოს მანდატურზე თავდასხმას ედავებიან. ბრალი მას სისხლს სამართლის კოდექსის 353/2 მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საჯარო მოსამსახურეზე ძალადობას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.








