პატიმრობაში მყოფი მსახიობი, ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიამ დაჯილდოებაზე მიიწვია.
ამის შესახებ ინფორმაციას და წერილს მსახიობის დედა ლიკა გუნცაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„დამნაშავე” ანდრო ჭიჭინაძე მიიწვია ევროპის კინოაკადემიამ დაჯილდოებაზე“, – წერს ლიკა გუნცაძე.
წერილის თანახმად, დაჯილდოება 2026 წლის 17 იანვარს ბერლინში გაიმართება.








