გურიის მოამბე

გურული მეთევზის მფარველი – წმინდა ზებედე

გურული მეთევზის მფარველი – წმინდა ზებედე
.
გურიაში მეთევზეების მფარველად ითვლებოდა ზებედე – გალილეელი მეთევზე, რომელმაც უყოყმანოდ გააყოლა მაცხოვარს თავისი შვილები იაკობი და იოანე. ხსენებულის შესახებ ცნობები მითითებული აქვს ტარასი მამალაძეს.
.
“მეთევზეობა: სათევზაოდ წასულ გურულს არავინ არ უნდა უთხრას „გამარჯობა“, არამედ – „დილა ან საღამო მშვიდობისა“. მეთევზეებს ღმერთი კი არა, წმინდა ზებედე მფარველობს. გურულებს სწამთ, რომ კალმახებს, რომლებსაც თავთან ჯვრის ფორმის ფხა აქვთ, ეს ფხა მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც ისინი ქრისტემ აკურთხა და ჯვარი გარდასახა. ”
.
კავკასიის ადგილებისა და ტომების აღწერის მასალების კრებული 1893 წელი №17 – ტარასი მამალაძე
Сборникъ матерiаловъ для описанiя мѣстностей и племенъ Кавказа – 1893 г. №17; Тарас Мамаладзе – Народные обычаи и повѣрья гурiйцевъ.

მოამზადა კახა ჩავლეშვილმა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights