“მოისარობა” გურიაში
ყველიერამდე მესამე შაბათ დღეს გურიაში მოისარობას უწოდებენ. მოისარი გურულების წარმოდგენით და ამ დღის რიტუალების მიხედვით გახლავთ მხედველობის მფარველი. ამ დღეს მუშაობა ტრადიციის მიხედვით აკრძალული არ არის.
დღესასწაულის რიტუალები ასეთია – ოჯახის დედა მოამზადებს ცომს სიმინდის ფქვილისაგან და აცხობს სიმინდის კვერს, რომელსაც ჩამოტეხავს ორ პატარა ნაჭერს, დაკავებს ცალცალკე ხელში დაუძახებს რომელიმე ოჯახის წევრს, რომელსაც მასთან მისვლისთანავე ორივე თვალზე შემოუტარებს კვერის ნატეხებს თან შესთხოვს მოისარს და ღმერთს თვალის ჯანმთელობას და თვალის ჩინის სინათლეს.
როცა დაასრულებს ამ რიტუალს ერთ ოჯახის წევრთან ის ნატეხებს აგდებს სუფთა წყლით სავსე ჭიქაში. ასე გრძელდება ოჯახის თითოეული წევრისთვის ცალ-ცალკე ტეხავს კვერს ორ ნაჭერს და იმერებს პროცედურას.
როდესაც ოჯახის დედა ლოცვას დაასრულებს იგი აიღებს ჭიქას რომელშიც ჩაყრილია კვერის ნატეხები გადაღვრის სადმე სუფთა წყალში და ამით სრულდება ეს დღესასწაული.
.
კავკასიის ადგილებისა და ტომების აღწერის მასალების კრებული 1893 წელი №17 – ტარასი მამალაძე
Сборникъ матерiаловъ для описанiя мѣстностей и племенъ Кавказа – 1893 г. №17; Тарас Мамаладзе – Народные обычаи и повѣрья гурiйцевъ

მოამზადა კახა ჩავლეშვილმა








