დონალდ ტრამპთან შეხვედრის წინ, უნგრეთმა მზადყოფნა გამოთქვა, ჩაანაცვლოს რუსული ნედლი ნავთობი.
უნგრულმა MOL-მა, რომელიც ერთერთი ნავთობგადამამუშავებელი კონცერნია უნგრეთსა და სლოვაკეთში, გამოთქვა მზადყოფნა, ჩაანაცვლოს რუსული ნავთობის 80%.მანამდე MOL-ი ორბანის პოზიციას იზიარებდა, ამტკიცებდა რა, რომ რუსული ნავთობის ჩანაცვლება ხორვატიის Adria-ს ნავთობსადენით ვერ დაფარავდა ქვეყნის მოთხოვნილებას. ახლა კომპანიამ აზრი შეიცვალა და განაცხადა, რომ Дружба-ს ნავთობსადენის მოცულობების შემცირებით Adria-ს ნავთობსადენი შეძლებს, დააკმაყოფილოს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების 80%-ის საჭიროებები, თუმცა ეს გამოიწვევს გაზრდილ ლოჯისტიკურ ხარჯებს და ტექნიკურ რისკებს.
დღესვე მოსალოდნელია უნგრეთსა და ამერიკას შორის შეთანხმების ხელმოწერა ატომური ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. ბუდაპეშტი ემზადება ამერიკული ბირთვული საწვავის შესყიდვისთვის და პაკშის ატომურ ელექტროსადგურზე გამოყენებული რადიოაქტიური საწვავის უსაფრთხო შენახვის ტექნოლოგიების დასანერგად.








