,,თუ სამართალს და სიმართლეს არ ემსახურება ეს ხელისუფლება, არის ავაზაკთა ჯგუფი” – ამის შესახებ მინდა სინოდის წევრმა, მეუფე იობმა განაცხადა.
,,თუ სიმართლე და კანონიერრება ირღვევა ადამიანის უფლებების, მაშინ ჩვენ რა თქმა უნდა ხმა უნდა ამოვიღოთ და ვთქვათ სათქმელი. ქალბატონის [ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რომელიც სასჯელის სილის გაწვნის გამო იხდის] მიმართ არ უნდა გვქონდეს ასეთი დამოკიდებულება.
ერთ-ერთი ნეტარი [ავგუსტინე] ბრძანებს – თუ ხელისუფლება სამართალს და სიმართლეს არ ემსახურება, ავაზაკთა ჯგუფი. აქიდან გამომდინარე მე უკვე ვთქვი, თუ სამართალს და სიმართლეს არ ემსახურება ხელისუფლება, არის ავაზაკთა ჯგუფი”- აცხადებს ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი.








