გურიის მოამბე

პიერ ბიდერმანი –ბახვი ჰესი – სარგებელი ადგილობრივი მოსახლეობის დონეზე

პიერ ბიდერმანი – გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების საერთაშორისო ექსპერტი, ფრანგული საკონსულტაციო კომპანიის Alpage SARL-ის დამფუძნებელი და მთავარი ექსპერტი

 

გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების საერთაშორისო ექსპერტი პიერ ბიდერმანი, ჩვენთან ინტერვიუში საუბრობს, თუ როგორ განხორციელდა დასაქმების პოლიტიკა  ბახვი ჰესის მიერ და რა სარგებელი მიიღო ადგილობრივმა მოსახლეობამ ამ პროექტიდან.  

„ყველაზე აშკარა სარგებელი არის სამუშაო ადგილების შექმნა. „ბახვი ერთისა” და „ბახვი ორის” სამუშაო ძალის დაახლოებით 30 პროცენტი სწორედ ადგილობრივი მოსახლეობაა. პროექტის განმახორციელებლის მიერ დაინერგა სპეციალური სისტემა, რამაც უზრუნველყო ადგილობრივი მუშახელის მოძიებისა და დასაქმების პროცესის სიმარტივე.

გარდა დასაქმებისა, აღნიშვნის ღირსია საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც  მიზნად ისახავდა საპროექტო ტერიტორიასთან ახლოს მცხოვრები ბავშვებისთვის ცნობიერების ამაღლებას განახლებად ენერგიასთან და გარემოსდაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, პროფესიულ ორიენტაციას.  ასევე, უმაღლესი განათლების ეტაპზე სწავლის დაფინანსებას კონკრეტულ ფაკულტეტებზე.

განხორციელდა ინფრასტრუქტურული პროექტებიც, შშმ პირების დახმარება და ბევრი სხვა.

რაც შეეხება დასაქმებასა და გამოწვევებს, უნდა ითქვას, რომ სწორად მართულ პროცესში ყველა გამოწვევის დაძლევაა შესაძლებელი. პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ, რამდენად შეესაბამება ადგილობრივი მოსახლეობის უნარები პროექტის მოთხოვნებს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისას საჭიროა როგორც მაღალკვალიფიციური, ასევე არაკვალიფიკაციური და ნახევრად კვალიფიციური მუშახელი. უნდა ვიცოდეთ, ზოგიერთი უნარის განვითარება ადგილზეც არის შესაძლებელი ტრენინგებისა და სწავლების გზით, რისთვისაც საჭიროა გამოცდილი კადრები. ასევე, მნიშვნელოვანია მუშახელის ხელმისაწვდომობის საკითხი. მაგალითად, სოფლების შემთხვევაში სეზონურობის ფაქტორს დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია სამუშაო პროცესის მიმდინარეობაზე. შეიძლება, წლის გარკვეულ პერიოდში სოფლის მოსახლეობა მზად იყოს დასაქმებისთვის, მაგრამ შემდეგ ფერმერული საქმიანობის გამო სამუშაოზე გასვლა ვეღარ შეძლოს. ეს ყველაფერი გათვალისწინებული უნდა იყოს ადგილობრივი დასაქმების ორგანიზებისას”.

ვიდეო იხილეთ ამ ბმულზე:

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights