” რაც შეეხება შესაძლებლობას, რომ ბატონი სააკაშვილი წამოვიყვანოთ, ეს ჩვენი დღის წესრიგის ნაწილია. უკრაინა აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე. პრეზიდენტ ზელენსკის არაერთხელ გამოუთქვამს თავისი პოზიცია ბატონ სააკაშვილთან დაკავშირებით, რადგან ჩვენ მას ვთვლით უკრაინის სრულუფლებიან მოქალაქედ და ამასთან, რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ის საქართველოს გულია. ჩვენს ევროპელ და ამერიკელ კოლეგებთან ერთად ვაკეთებთ მიმართვებს, იქნება ეს საგარეო საქმეთა სამინისტრო თუ პრეზიდენტის ოფისი. რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავ საქართველოს ოფიციალურ ხელისუფლებას, მოგვცენ საშუალება, ბატონი სააკაშვილი უკრაინაში თუ არა, სხვა ქვეყანაში მაინც გადავიყვანოთ სამედიცინო მიზნებით.
პრობლემა იმაშია, რომ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება ბელარუსში თუ საქართველოში შესაძლებელია თუ ისინი არ არიან პუტინის პერსონიფიცირებული მტრები, მაგრამ სააკაშვილის დაჭერა და ასეთი ტანჯვა ციხეში, ეს არის პუტინის პირადი სიამოვნება. ის იღებს სიამოვნებას იმისგან, რომ სააკაშვილი ასეთ პირობებშია. მას ამცირებენ, დასცინიან, რომ ის მუდმივად ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშაა…ეჭვგარეშეა, ბატონი სააკაშვილი პუტინის ტყვეა, პუტინის პატიმარი. მისი დაკავება და ამდენი ხნით ციხეში გამოკეტვა ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დამოუკიდებლად არ მოქმედებს. ის ამ პროცესში მონაწილეობს, როგორც რუსული დიქტატურის მოსამსახურე პერსონალი. ეს ხდება იმიტომ, რომ ბატონმა სააკაშვილმა, როგორც რეფორმატორმა, შექმნა ახალი საქართველო, გაამყარა ევროატლანტიკური პერსპექტივები და საქართველოს მისცა შესაძლებლობა, გამხდარიყო ერთ-ერთი მაღალხარისხოვანი ქვეყანა ადამიანებისთვის. ყველაფერი, რასაც დღეს თქვენი ხელისუფლება აკეთებს, ყველაფერი, რასაც კობახიძის ხელისუფლება სჩადის, უფრო სწორად, ყველაფერი, რასაც ივანიშვილი აკეთებს, ეს არის რუსეთის დიქტატორული რეჟიმის სამსახურში ჩადგომა. რატომ აკეთებენ ამას, გაუგებარია” | აცხადებს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი TV პირველზე თეა ადეიშვილთან ინტერვიუს დროს.








