დონბასელი რუსი სეპარატისტების ყოფილი სამხედრო ლიდერი, ამჟამად კი პატიმარი იგორ გირკინი წერს:

“სავარუდოდ უახლოეს ხანებში ნიკოლას მადურო იანუკოვიჩისა და ასადის მეზობლად გადმობარგდება მოსკოვის ელიტურ გარეუბანში. რუსეთს დახმარების საშუალება არ გააჩნია, გარდა მისი სასწრაფო წესით ევაკუაციისა. ჩვენ კი მოგვიწევს გამოვიტიროთ ის ფულები, რაც ვენესუელაში ჩავყარეთ.”

“ფრონტზე გრძელდება რეზერვების გამალებული ხარჯვა რათა უკრაინას მიაყენონ მაქსიმალური ზიანი და აიძულონ დათანხმდეს რუსეთისათვის სასურველი ზავის პირობებს, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება თუკი შეწყდება დასავლეთის სამხედრო დახმარება და უკრაინას საერთოდ აღარ დარჩება ცოცხალი ძალის რესურსი, რისი იმედიც ამჟამად არ უნდა გვქონდეს.”

“რუსეთს არ გააჩნია ძალები, რათა უკრაინას მიაყენოს სტრატეგიული მარცხი და მოახდინოს ჩვენთვის საინტერესო რეგიონების ოკუპაცია. მთლიანად უკრაინის ან მისი უმეტესი ნაწილის დაკავებაზე საუბარიც აღარ არის.”

“ომი გამოფიტვაზე, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ, ასევე ჩვენს წინააღმდეგაც მოქმედებს, ამიტომ კიევს აქვს იმედი, რომ გაიმარჯვებს.”
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: