გურიის მოამბე

„არის ერთი აგრესორი (რუსეთი) და ერთი მსხვერპლი ( უკრაინა), წერტილი,“ – საფრანგეთის პრეზიდენტი

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინა, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპელი პარტნიორები ესწრაფვიან არა მხოლოდ საომარი მოქმედებების შეწყვეტას, არამედ ძლიერი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას…
🔹 „ძალიან კარგია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მშვიდობისთვის რაღაც შემოგვთავაზა და ჩვენ უნდა ვაღიაროთ მათი ამ ძალისხმევის მნიშვნელობა, მაგრამ როდესაც საქმე ეხება უკრაინის სუვერენიტეტსა და ევროპის უსაფრთხოებას, ლოგიკურია, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან მთავარ როლში უკრაინელები და ევროპელებიც იყვნენ.“
🔹 „ჩვენ ერთი პრობლემა გვაქვს — და ეს არ არის ამერიკის შეერთებული შტატები. ერთადერთი პრობლემა არის რუსეთი, რომელმაც დაიწყო ეს ომი, უარყო ცეცხლის შეწყვეტის წინადადებები თებერვალში, მარტში, ივლისში, აგვისტოში და სხვა თვეებში, და არ გაუცია მშვიდობის დამყარებისთვის არანაირი სიგნალი.“
▪️ „არის ერთი აგრესორი (რუსეთი) და ერთი მსხვერპლი ( უკრაინა), წერტილი,“ – აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights