გურიის მოამბე

,,სანქციები მუშაობს, იარაღის მიწოდება გრძელდება, დრო ახლა უკრაინაზე მუშაობს” – თავდგირიძე

,,სანქციები მუშაობს, იარაღის მიწოდება გრძელდება, დრო ახლა უკრაინაზე მუშაობს” – ამის შესახებ ჯგუფ “ფარის” წევრმა, გიორგი თავდგირიძემ განაცხადა და ტრამპის 28-პუნქტიან გეგმას გამოეხმაურა.

მისი თქმით, წაგებული მხოლოდ პუტინია, რომლის შანსი “ცოცხალი მოესწროს ომის დამთავრებას (თუნდაც წაგებულის) ნულს უახლოვდება”.

,,მესმის რატომ არიან “ქოცები” აღფრთოვანებული, პუტინი ნახეს სამხედრო ფორმაში, მართვის პუნქტში, გერასიმოვმა პატაკი ჩააბარა (ორი უნიჭო კლოუნი),
მაგრამ ჩვენც ძალიან განწყობის ხალხი ვართ და ზედმეტად ვღელავთ. 

ზელენსკიმ შესთავაზა და ამერიკა დათანხმდა უფრო დახვეწილ გეგმაზე მუშაობას. 

სანქციები მუშაობს, იარაღის მიწოდება გრძელდება, დრო ახლა უკრაინაზე მუშაობს.

საკმაოდ კარგი სპექტაკლია, ყველა მოგებული დარჩება, ზელენსკი (შიდა კონსოლიდაციას მოახდენს და ევროპელ მომხრეებს კიდე უფრო დაიახლოვებს),
ევროპა, რომელიც სამხედრო რელსებზე გადასვლას ობივატელის მხარდამჭერ ოვაციების თანხლებით განახორციელებს, ტრამპი, რომელიც კვლავ მშვიდობის რიტორიკის საფარქვეშ რუსეთის მიხრჩობას და ბაზრების წართმევას ახორციელებს.  

წაგებული მხოლოდ პუტინია, რომლის შანსი ცოცხალი მოესწროს ომის დამთავრებას (თუნდაც წაგებულის) ნულს უახლოვდება,” – განაცხადა გიორგი თავდგირიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights