გურიის მოამბე

უცხოეთში ხმის მიცემის უფლების აკრძალვას ოცნების პარლამენტმა 1-ელი მოსმენით მხარი დაუჭირა

ქართველი ემიგრანტებისთვის უცხოეთში ხმის მიცემის უფლების აკრძალვის შესახებ კანონპროექტს “ოცნების” პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

წინადადებას მხარი დაუჭირა 76-მა დეპუტატმა, ხოლო შეეწინააღმდეგა – 9.

ცნობისთვის, 17 ნოემბერს “ოცნებამ” გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომ არჩევნებზე ხმას საქართველოს მოქალაქეები მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში მისცემენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights