გურიის მოამბე

ეუთო-ს წევრი 39 ქვეყანა საქართველოში განსხვავებული აზრის ჩახშობის მცდელობებს ეხმაურება

ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 32-ე შეხვედრის შემდეგ 39 სახელმწიფო ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, სადაც ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების შესახებაა საუბარი.

  • განცხადება მიმოიხილავს ადამიანის უფლებების, ფუნდამენტური თავისუფლებებისა და კანონის უზენაესობის ეროზიას ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა რუსეთი, ბელარუსი, სერბეთი, აზერბაიჯანი, თურქმენეთი და საქართველო.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში გამოხატვის თავისუფლებით მოსარგებლე პირთა წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენების შესახებ არსებული ცნობების გამოუძიებლობა ” დაუსჯელობის საშიშ ატმოსფეროს ქმნის”.

საქართველოში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით მოსარგებლე პირთა წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენების შესახებ არსებული ცნობების გამოუძიებლობა ასახავს განსხვავებული აზრისთვის სამოქალაქო სივრცის შევიწროებას და ქმნის დაუსჯელობის საშიშ ატმოსფეროს…

სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის დამოუკიდებლობის საკანონმდებლო შეზღუდვები განსხვავებული საზოგადოებრივი აზრის ჩახშობის საფრთხეს ქმნის,” – წერია განცხადებაში. 

განცხადებას ხელს აწერენ: ალბანეთი, ანდორა, ავსტრია, ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სან-მარინო, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო და დანია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights