გურიის მოამბე

ტრამპმა ტრადიციისამებრ ისრები არა პუტინისკენ, არამედ ისევ ზელენსკისკენ მიმართა

დაიწყო ახალი კვირა და დონალდ ტრამპმა ტრადიციისამებრ ომის შეწყვეტისთვის მზაობის არ ქონაზე ისრები არა პუტინისკენ, არამედ ისევ ზელენსკისკენ მიმართა:
🟥 ამერიკის პრეზიდენტი ახლა საყვედურობს უკრაინის პრეზიდენტს იმის გამო, რომ მან არ წაიკითხა მისი „სამშვიდობო წინადადება“, თანაც ტრაბახობს, რომ რუსეთი მისი გეგმით კმაყოფილია—-👇
🎙️ჟურნალისტი: “რა არის თქვენი შემდეგი ნაბიჯი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში, გასული კვირის შეხვედრების შემდეგ”?
🇺🇸ტრამპი: “ჩვენ ვესაუბრეთ პუტინს და უკრაინელ ლიდერებს, პრეზიდენტ ზელენსკის ჩათვლით
და უნდა ვთქვა, რომ ცოტა იმედგაცრუებული ვარ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ეს წინადადება ჯერ არ წაუკითხავს. ეს რამდენიმე საათის წინ იყო.
მის ხალხს ის [გეგმა] მოსწონს, მაგრამ მას [ზელენსკის] — არა. რუსეთი ამ შეთავაზებით კმაყოფილია. რუსეთს, მოგეხსენებათ, ალბათ, მთელი ქვეყანა ურჩევნია, თუ დაფიქრდებით”.
🔸 “რუსეთი, ვფიქრობ, ეთანხმება მას ( ცეცხლის შეწყვეტის გეგმას გულისხმობს) , თუმცა არ ვარ დარწმუნებული, ზელენსკი ეთანხმება თუ არა. მის ხალხს მოსწონს, მაგრამ მას არ წაუკითხავს…”
🟦 რადგან ტრამპისეულ ახალ შემუშავებულ სამშვიდობო გეგმაზე რუსეთი თანახმაა და თან თურმე კმაყოფილია, როგორც ჩანს, ამერიკელებმა მორიგი კაპიტულანტური სამშვიდობო წინადადება მოამზადეს უკრაინისთვის, რომლითაც სურთ აიძულონ უკრაინა, რომ დათმოს დონბასის რეგიონი და გაიყვანოს ჯარები….
🇷🇺 მოგეხსენებათ, რომ პუტინის 1 კვირის წინანდელი საჯარო მიმართვისას მკაფიოდ განისაზღვრა ოფიციალური მოსკოვის პოზიცია – რუსეთი საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას თანხმდებოდა მხოლოდ ერთი პირობით- თუ უკრაინული ჯარი გავიდოდა დონბასიდან…
🔴 ამგვარად, როდესაც ტრამპი ამბობს, რომ ახალ შემუშავებულ სამშვიდობო დოკუმენტს რუსებიც მიესალმებიანო, ნიშნავს სწორედ იმას, რომ უკრაინისთვის “ხელის გადაგრეხვის” მორიგი
ამერიკული რაუნდი დაიწყო, რათა კიევი კაპიტულაციური პირობების შესრულებაზე დაიყოლიონ…
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights