“ჯერ იყო და ტელევიზორში მე და ჩემმა ძმამ ვნახეთ, როგორ დაულეწეს მამას სახის ძვლები. მე და ჩემ ძმას არასდროს არ დაგვავიწყდება როდესაც სახლში მოვიდა, როგორი დალეწილი ჰქონდა მთელი სახე, ახლა კიდე ის წაგვართვეს და უსამართლოდ დაატყვევეს. იმის მაგივრად, რომ მე და ჩემი ძმა განათლებაზე ვიყოთ კონცენტრირებულები, გვიწევს სასამართლოებზე სიარული. მე მინდა, რომ მამაჩემი მხნედ იყოს და იცოდეს, რომ ბევრი ხალხი გულშემატკივრობს და ერთსაც დავამატებ, რომ ძალიან ვამაყობ, რომ პატრიოტი კაცის შვილი ვარ” | ამბობს ტვ პირველთან ლევან ხაბეიშვილის შვილი.
ხაბეიშვილი სასამართლომ დღეს ისევ პატიმრობაში დატოვა, თუმცა ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა პროცესის დასაწყისშივე მიმართა ადვოკატს, არ დაეყენებინა წინასწარი პატიმრობის გადახედვის შუამდგომლობა – “როგორც ჩერნობილში წამლავენ ხალხს ისე წამლავენ და მათთან არაფერი მაქვს სახვეწი” | თქვა ხაბეიშვილმა.








